შსს-ს მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ახალდაბიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ახალდაბიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს.

შსს-ს ინფორმაციით, მაშველებმა სულ 16 მოქალაქე, ძირითადად, ქალბატონები და ბავშვები გამოიყვანეს. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის გამო, ახალდაბასთან გზის საფარი მოიშალა და მოქალაქეები გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. შსს-ს თანამშრომლები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით კიდევ ერთ რეისს განახორციელებენ და ყველა მოქალაქეს გამოიყვანენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები