ირაკლი ღარიბაშვილი უცხოელ კოლეგებს, გამოჩენილი სოლიდარობისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უცხოელ კოლეგებს, გამოჩენილი სოლიდარობისთვის მადლობას უხდის. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დახმარების არაერთი შეთავაზება მიიღო, მათ შორის მეზობელი სახელმწიფოების პრემიერ-მინისტრებისგან.

„დამირეკეს ლატვიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა. ისინი მზად არიან დაგვეხმარონ, მაქსიმალურად, როგორც შეუძლიათ. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო გამოჩენილი სოლიდარობისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები