ირაკლი ღარიბაშვილმა მომხდარი სტიქიის გამო, დღეს დაგეგმილი ღონისძიებები გადადო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისში მომხდარი სტიქიის გამო, დღეს დაგეგმილი ღონისძიებები გადადო. ძლიერი წვიმის შედეგად დედაქალაქში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეიცვლება მთავრობის მეთაურის მომავალი დღეების განრიგიც. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი უშუალოდ არის ჩართული საგანგებო შტაბის მუშაობაში, რომელიც ძლიერი წვიმის შედეგად დედაქალაქში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიით დაზარალებულ რაიონებში არსებულ ვითარებას შესაბამისი სამსახურები სწავლობენ, რის შემდეგაც მთავრობა მოსახლეობის დახმარების მიზნით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები