ავიაკატასტროფამ აშშ-ში ოჯახის ოთხი წევრი იმსხვერპლა

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყველა მათგანი ერთი ოჯახის წევრია. დაღუპლთა შორის ორი მცირეწლოვანია.

ავიაკატასრტოფის დროს კიდევ ერთი ბავშვი დაშავდა. ერთძრავიანმა თვითმფრინავმა კატასტროფა ტეხასის შტატში, აფრენიდან მალე განიცადა. ჩამოვარდნის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები