შვედეთში ავტომობილის აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა

შვედეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ გიოტებორგში ავტომობილის აფეთქებას ოთხი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.
შვედეთის პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ავტომანქანის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მცირეწლოვანი გოგონა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გიოტებორგში, რომელიც შვედეთში სიდიდით მეორე ქალაქია, ბოლო დროს დაპირისპირებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის გარჩევები საკმაოდ გახშირდა. ასე, მაგალითად, მარტში ბანდიტებმა ქალაქის ერთ-ერთ კაფეში სროლა ატეხეს, რის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები