კიევთან ახლოს მდებარე ნავთობის ბაზაზე ხანძარი განახლდა

კიევის სიახლოვეს, კომპანია „ბრსმ- ნაფტას“ ნავთობის ბაზაზე ხანძარი განახლდა. ხანძარი აქ 8 ივნისიდან მძვინვარებს და მისი საბოლოო ჩაქრობა, რამდენიმე განცხადების მიუხედავად, რომ ცეცხლის კერები ჩამქრალია, ვერ ხერხდება.
„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დილის 7 საათზე ცეცხლი ჩააქრეს, მაგრამ ასე არ არის. ამჟამად მეხანძრეები ცეცხლს კვლავ წყალს ასხამენ. იქ უკვე გაემგზავრა რამდენიმე ავტობუსი, რომლებშიც მაშველები იმყოფებოდნენ“, – იტყობინება უკრაინული ტელეარხის „112 უკრაინას“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.
უკრაინის უშიშროების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ტურჩინოვმა უკვე განაცხადა, რომ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის მატერიალურმა ზარალმა 48 მილიონი ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები