ვლადიმერ პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ბაქოში შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბაქოში თურქეთის ლიდერს რეჯეფ თაით ედროღანს შეხვდა. შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაიმართა.
ოფიციალურად რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტები აზერბაიჯანის დედაქალაქში პირველი ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიაზე ჩავიდნენ.
შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებს კომენტარები არ გაუკეთებიათ, თუმცა ანალიტიკოსების აზრით, შეხედრაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, კერძოდ სირიაში არსებული სიტუაცია, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები იყო განხილული. შეხახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსულმა „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ 2017 წლიდან ევროპას უკრაინის ტერიტორიის გავლით ბუნებრივ აირს აღარ მიაწვდის. შესაბამისად მოსკოვი ალტერნატირულ გზებს ეძებს და ერთ-ერთ მიმართულებად თურქეთი სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები