ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის სამხრეთ ნაწილში, ჰელმანდის პროვინციაში პოლიციელებზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 17 ავღანელი პოლიციელი და 10 „ბოევიკი“ დაიღუპა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, პოლიციის ქვედანაყოფი „თალიბანის“ ექსტრემისტთა ჩასაფრებაში ქალაქ მუსა-კალას სიახლოვეს მოხვდა. შეტაკება რამდენიმე საათს გრძელდებოდა.

გასულ თვეში „თალიბანმა“ მასშტაბური საგაზაფხულო შეტევის დაწყების შესახებ განაცხადა. მისი მიზანი რამდენიმე რეგიონზე კონტოლის დამყარებაა. ჰელმანდში დღეს მომხდარ თავდასხმაზე „თალიბანს“ოფიციალური პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები