საუდის არაბეთის ავიაციის დარტყმების შედეგად იემენის დედაქალაქში ისტორიული ნაგებობები დაინგრა

იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ირანა ბოკოვამ იემენის დედაქალაქის ძველ რაიონზე ავიადარტყმა დაგმო, რომელიც არაბულმა კოალიციამ განახორციელა.
ამ დაბომბვის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, დაინგრა რამდენიმე ძველებური შენობა.
იემენის დედაქალაქი VII—VIII სს-ში ისლამის მსხვილი ცენტრი გახდა. ის ცნობილია თავისი მრავალსართულიანი შენობებით, რომლებიც თიხასა და დაპრესილი მიწის გამოყენებით არის აშენებული.
„მე განვიცდი ადამიანების გარდაცვალებასა და უძველესი მუსულმანური კულტურული ლანდშაფტის განადგურების გამო. ეს ჰუმანიტარულ სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს“, – განაცხადა იუნესკოს ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. არაბული კოალიცია საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მარტის ბოლოდან იმ რაიონებზე ახორციელებს ავიადარტყმებს, რომლებსაც ამბოხებული ხუსიტები აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები