არასამთავრობოები ფარულ მოსმენებზე შს მინისტრის განცხადებას მიესალმებიან

   კამპანია “ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ” ჩართული ორგანიზაციები ფარული მოსმენების შესახებ სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის მზადყოფნაზე შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას მიესალმებიან.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განცხადებით, ერთი მხრივ, კარგია, რომ ხელისუფლებამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით განხილვები დაიწყოს, თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინება ზუსტად ის იქნება, რომ საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყოს.
“საქართველო არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წევრი. აღნიშნული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება. ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის განხილვასაც ჩვენ ვითხოვთ, სწორედ ამ პრინციპებზეა აგებული. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ უახლოეს პერიოდში, პარლამენტში ამ ცვლილებების განხილვა დაიწყოს”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები