ირანი აშშ-თან მხოლოდ ბირთვულ პროგრამაზე და სანქციების მოხსნაზე აპირებს მოლაპარაკებების გაგრძელებას

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰოსეინ ამირ-აბდოლახიანი ისლამურ რესპუბლიკას და აშშ-ს შორის ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე მოლაპარაკების გამართვას კატეგორიულად გამორიცხავს.

როგორც სააგენტო MEHR იუწყება, ირანის საგარეო – პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის თქმით, რეგიონული პრობლემები რეგიონის შიგნითვე უნდა გადაწყდეს.

ამჟამად თეირანის ერთადერთი ამოცანაა ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების ბოლომდე მიყვანა, შეთანხმების გაფორმება და სანქციების მოხსნა.

ამ მიზნის მისაღწევად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ისლამური რესპუბლიკა მეზობელ ქვეყნებთან სათანამშრომლოდ მზად არის, განსაკუთრებით ეს სპარსეთის ყურის ქვეყნებს ეხება. ამირ-აბდოლახიანმა დაგმო იემენის წინააღმდეგ საუდის არაბეთის აგრესია. დიპლომატის აზრით, ის ახლო აღმოსავლეთში ექსტრემიზმს, ტერორიზმს და ეროვნებათშორის დაპირისპირებას მხარს უჭერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები