პაკისტანმა ორგანიზაცია Save the Children-ის მუშაობა შეაჩერა
პაკისტანის ხელისუფლებამ ქვეყანაში ორგანიზაცია Save the Children-ის მუშაობა კანონგარეშედ გამოაცხადა. საქველმოქმედო ორგანიზაციის პერსონალს ქვეყნის დატოვება უბრძანეს. ამისთვის მათ ორკვირიანი ვადა მიეცათ. პაკისტანის მთავრობა აცხადებს, რომ Save the Children-ს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ედება ბრალად. თავის მხრივ, ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ყველა ბრალდებას უარყოფს.
2012 წელს პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ექიმი, სახელად შაკილ აფრიდი, რომელიც ამერიკის სადაზვერვო სამსახურს ნომერ პირველი ტერორისტს უსამა ბენ ლადენის თავშესაფრის მოძებნაში დაეხმარა, Save the Children-თან იყო დაკავშირებული. Save the Children – საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მთელ მსოფლიოში ბავშვების უფლებების დაცვით არის დაკავებული.