როსტოვში უკრაინის გენერალურ საკონსულოს კვერცხები და პომიდვრები ესროლეს
რუსეთის ქალაქ როსტოვში უკრაინის გენერალურ საკონსულოს კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს. ინციდენტი ღამის საათებში მოხდა, როდესაც შენობა ცარიელი იყო. უცნობმა პირებმა შუშები დალეწეს, წარწერები ჩამოხიეს და მიიმალნენ. ამჟამად შემთხვევის ადგილას გამომძიებლები მუშაობენ. “ინტერფაქსის” ცნობით, წინა დღეს თავდასხმა მოხდა ხარკოვში რუსეთის გენარალურ საკონსულოზე. ამის შემდეგ მოსკოვმა კიევისგან ამ ინციდენტის გამოძიება და ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მომხდარს პროვოკაცია უწოდა.