გერმანიის პროკურატურამ ანგელა მერკელის ტელეფონის ფარული მიყურადების საქმე დახურა

გერმანიის პროკურატურამ ვერ შეაგროვა საკმარისი მტკიცებულება აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ფარული მიყურადების საქმეზე. ამის გამო პროკურატურა იძულებული იყო, ეს საქმე დაეხურა. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

ამერიკის სპეცსამსახურების მიერ ანგელა მერკელის ტელეფონის შესაძლო ფარული მიყურადების შესახებ 2013 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი. ამის თაობაზე გერმანულ მედიაზე დაყრდნობით სააგენტო“როიტერი“ იუწყებოდა.

ამ ინფორმაციის მიხედვით, კანცლერის მობილურ ტელეფონს აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო 2002-დან 2013 წლამდე უსმენდა. გარდა ამისა, გერმანული მედია წერდა, რომ ამერიკული სპეცსამსახურები გერმანიის მთავრობის გარკვეულ ქსელებსაც უსმენდნენ, ხოლო შესაბამისი მოწყობილობები ბერლინში, ამერიკის საელჩოში იყო განთავსებული. გერმანიის კანცლერმა ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ბარაკ ობამას განუცხადა, რომ „მეგობრებზე ჯაშუშობა არ არის ლამაზი“. თავის მხრივ, ობამამ ეს ინფორმაცია უარყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები