უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა კორუფციასთან ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელები გაათავისუფლა

უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელები თანამდებობიდან გაათავისუფლა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ უკრაინის უშიშროების ხელმძღვანელმა უმაღლესი რადას შესაბამის კომიტეტებს უკვე შეატყობინა.

თავად ნალივაიჩენკომ ამ გადაწყვეტილების შესახებ კორუფციასთან ბრძოლის საკითხზე გამართულ „მრგვალ მაგიდასთან“ განაცხადა. „პასუხისგების დრო მოვიდა. ეს არც პირველი და არც ბოლო როტაციაა“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები