კახელი ფერმერების საკითხს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, შესაბამისი უწყებები შეისწავლიან იმ ფერმერების საკითხს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან მიწაზე ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საქმე ეხება რამდენიმე ფერმერს, რომლებიც 2014 წელს კახეთში გვალვის შედეგად დაზარალდნენ და ამ მიზეზით ქონების გადასახადი ვერ გადაიხადეს. მათ დახმარებისთვის პრემიერ-მინისტრს გუშინ მიმართეს. მთავრობის მეთაურის დავალების საფუძველზე, აღნიშნული საკითხის შესწავლაში, უკვე ჩაერთო მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები