დომინიკ სტროს-კანი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

საფრანგეთის სასამართლომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი მმართველი დომინიკ სტროს-კანი უდანაშაულოდ ცნო. მას სუტენიორობის თანამონაწილეობაში ედებოდა ბრალი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

გამოძიების ვერსიით, სტროს-კანს დანაშაულებრივი ქსელის შექმნაში ედება ბრალი. პოლიციის ინფორმაციით, ის სექს-საღამოებზე მეძავებს აგზავნიდა. ამ ღონისძიებებზე მაღალი რანგის თანამდებობის პირები ერთობოდნენ. თავად სტროს-კანმა ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის სექს-საღამოებში ფინანსური კრიზისისგან სამყაროს გადარჩენის შემდეგ ძალების აღსადგენად მონაწილეობდა. სტროს-კანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის პოსტს 2007-დან 2011 წლამდე იკავებდა. სუტენიორობის ბრალდებით ის 2012 წელს დააკავეს. დომინიკ სტროს-კანის გარდა, ამ საქმის გამოძიება კიდევ 13 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები