საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოს ეკონომიკა ხანგრძლივი შოკის დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა

მსოფლიო სავალუტო ფონდი ხელისუფლებას, საქართველოში დოლარიზაციის დონის შემცირებისა და მცურავი გაცვლითი კურსის შენარჩუნების რეკომენდაციას აძლევს. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივმა წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარე შოკები რეალურ ეკონომიკაზე არ აისახოს.
„ჩვენ მოწმენი ვართ, რომ საქართველოს ეკონომიკა და ასევე რეგიონის ეკონომიკა ხანგრძლივი შოკის დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში დოლარიზაცია ძალიან დაბალია და არავინ უყურებს დოლარის გაცვლით კურსს. ხალხი უყურებს საკუთარ შემოსავალს, შიდა ვალუტას. ეს გამოწვევა გაცილებით დიდია მაღალი დოლარიზაციის მქონე ქვეყნებში, რადგან როდესაც ვალუტა მოძრაობს და გაცვლითი კურსი ვარდება დოლართან მიმართებაში, ეს მოქმედებს ადამიანებზე, ვისაც დოლარში აქვს ვალდებულებები აღებული. ამიტომ, თუ გვსურს მომავალში ვალუტის გაცვლითმა კურსმა გაუძლოს საგარეო შოკებს, ჩვენ დოლარიზაციის შემცირება გვჭირდება. ეს გრძელვადიანი პროცესია. ეს არ არის ადვილი გასაკეთებელი, მაგრამ ეს გამოწვევა საკმაოდ წარმატებით გადაილახა ისრაელში, პოლონეთში, თურქეთში და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. მათ დოლარიზაციის შემცირება მოახდინეს და ამის ხარჯზე საგარეო შოკების წინააღმდეგ მდგრადობა გაზარდეს. ასე, რომ ისინი ვალუტას აძლევენ ამ შოკების მიღების საშუალებას და არა რეალურ ეკონომიკას“, – განაცხადა სადიკოვმა.
მისივე განმარტებით, საქართველოში ლარის კურსის გაუფასურება, ძირითადად, საგარეო ფაქტორებით იყო გამოწვეული და ეს დოლარის გამყარებას უკავშირდებოდა. მისივე თქმით, დოლარი გასული წლის შუა პერიოდიდან მნიშვნელოვნად გამყარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები