აშშ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად დღეში 9 მილიონ დოლარს ხარჯავს
ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად აშშ ყოველდღიურად 9 მილიონ ამერიკულ დოლარს ხარჯავს, ხოლო საჰაერო იერიშების დაწყებიდან ამ მიზნებისთვის უკვე 2,7 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.
სირიაში და ერაყში ისლამისტების პოზიციებს საერთაშორისო კოალიცია გასული წლის აგვისტოდან ბომბავს. აშშ-ს შტაბების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის მარტის დემპსის თქმით, საჰაერო დარტყმები მომავალშიც გაგრძელდება და მათ „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედროების წინააღმდეგ სახმელეთო ძალებს ბრძოლა უნდა გაუმარტივონ.
გარდა ამისა, დემპსიმ ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში აშშ-ს სასწავლო ცენტრების შექმნაც არ გამორიცხა. აშშ-ს კონგრესმა თავდაცვის სფეროსთვის 579 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა. გასული წლის აგვისტოდან ერაყში აშშ-ს ოპერაციებზე ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა.