მაშველებმა შატილში დაკარგული მწყემსის ცხედარი იპოვეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად შატილში დაკარგული მწყემსის, 52 წლის გიორგი შეთიკაურის ცხედარი იპოვეს – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, მაშველებმა 52 წლის მწყემსი დღეს დილით, ქოხში იპოვეს.
შეგახსენებთ, 2 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის პირიქითა ხევსურეთის მაღალმთიანეთში, სოფ. ხონისჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ხონისწყლის მარცხენა შენაკადის ხეობაში მეწყრულ-კლდეზვავური ტიპის ჩამოქცევა და ღვარცოფის ტრანსფორმაცია მოხდა, რის შედეგადაც ადგილობრივი მწყემსი გაუჩინარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები