მოლდავეთის პრემიერმა თანამდებობა დატოვა

მოლდავეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ გაბურიჩმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მოლდოვური გამოცემა Newsmaker.md იუწყება. გაბურიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი და მის წინაშე ყველა თანაბარია და ამიტომ „უპრეცედენტო ნაბიჯზე მიდის და თანამდებობას საკუთარი ნებით ტოვებს“.
მიზეზი კირილ გაბურიჩის განათლების გარშემო ატეხილი სკანდალია. რამდენიმე დღის წინ მოლდავეთის ერთ-ერთმა გაზეთმა პრემიერის განათლებაში უზუსტობა აღმოაჩინა. ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ გაბურიჩმა სკოლის მხოლოდ 9 კლასი დაამთავრა და ამის შემდეგ მაინც შეძლო უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება. ამან დიპლომის გაყალბების ეჭვები გააჩინა. თავად გაბურიჩი ამბობს, რომ მისი განათლება პოლიტიკურ თამაშებში გამოიყენეს და მას ამაში მონაწილეობის მიღება არ სურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები