საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საბერძნეთს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ბრიუსელიდან დელეგაციის წევრები გამოიწვია, რომლებიც საბრძნეთისთვის პროგრამის გაგრძელების საკითხზე მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იუწყება.
წინა დღეს ევროკავშირის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ათენს მოუწოდა, გადაწყვეტილების მიღება დააჩქაროს. „სათამაშოდ დრო აღარ დარჩა. მე ვშიშობ, რომ ახლოვდება დღე, როდესაც ვინმე იტყვის, რომ თამაში დასრულებულია“, – განაცხადა ტუსკმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ალექსის ციპრისთან საუბრის შემდეგ.
როგორც გამოცემა WSJ იუწყება, საბერძნეთი, ევროკავშირი, სავალუტო ფონდი და ევროპის ცენტრალური ბანკი 2016 წლისთვის ათენისთვის დახმარების გადავადების საკითხს განიხილავენ. ამისთვის საბერძნეთს ეკონომიკურ დათმობებზე წასვლა მოუწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები