სააკაშვილი კიდევ ერთ თანამდებობას დაიკავებს

ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო საწარმოების რეფორმების სადამკვირვებლო საბჭოს უხელმძღვანელებს, რომელიც უკრაინაში შეიქმნება. ამის შესახებ ეკონომიკური განვითარების მინისტრმა აივარას აბრამავიჩუსმა განაცხადა.
„ამ საბჭოში შევლენ ექსპერტები სახელმწიფო მმართველობისა და რეფორმირების საკითხებში ფართო გამოცდილებით. ისინი უკრაინას კარგად იცნობენ, ასევე იციან ის გამოწვევები, რაც ქვეყნის წინაშე დგას და სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების წარმატების მისაღწევად მზად არიან“, – განაცხადა აბრამავიჩუსმა.
თავად სააკაშვილი ამბობს, რომ მისი საქმიანობის მთავარი მიზანია კორუფციასთან ბრძოლა და ამას როგორც ოდესის ოლქის გუბერნატორის, ასევე სადამკვირვებლო საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები