რუსეთის ფედერაციაში რუსეთის დღე აღინიშნება

რუსეთის ფედერაციაში დღეს სახელმწიფო დღესასწაული – რუსეთის დღე აღინიშნება. 1990 წლის 12 ივნისს რუსეთის სახალხო დეპუტატთა პირველმა ყრილობამ რუსეთის სუვერენიტეტის დეკლარაცია მიიღო, რომელშიც ქვეყნის კონსტიტუციის და კანონმდებლობის უზენაესობა იყო დეკლარირებული.
1991 წლის 12 ივნისს რუსეთის ისტორიაში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელზეც ბორის ელცინმა გაიმარჯვა. რუსეთის დღე ტრადიციულად სახალხო ზეიმებით, კონცერტებით და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნება. რუსეთის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები სალუტით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები