1 ივლისს ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება

2015-2016 სასწავლო-სააღმზრდელო წლის რეგისტრაციის პროცესი თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 1 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება.

დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან 100 000–ზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვები (სოციალურად დაუცველები);

სსიპ “სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს” ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები და იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ხოლო მეორე ეტაპზე სხვა დანარჩენი ბავშვები.

რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის მიერ შერჩეულ მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში, ელექტრონულ მისამართზე: www.kids.org.ge.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები