ესპანეთის მეფემ დას ჰერცოგინიის ტიტული ჩამოართვა
ესპანეთის მეფემ ფილიპე VI-მ თავის დას – კრისტინას და მის მეუღლეს, პალმა-დე-მალიორკას ჰერცოგისა და ჰერციგინიის ტიტული ჩამოართვა. ამის შესახებ გამოცემა El Pais-ი იუწყება. მეფის ოფიციალური განკარგულება უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრინცესა კრისტინა თაღლითობის ფაქტზე სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს. ეს ესპანეთის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მეფის უახლოეს ნათესავს დანაშაულის გამოძიების ფაქტზე სასამართლოში იბარებენ.