ტარიკ აზიზის დაკარგული ცხედარი ნაპოვნია
ერაყის ხელისუფლებამ ერთი კვირის წინ გარდაცვლილი ერაყის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ტარიკ აზიზის ცხედარი აღმოაჩინა, რომელიც ბაღდადის აეროპორტში გაუჩინარდა. ამის შესახებ ტელეარხი iTV ერაყის ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახზე დაყრდნობით იუწყება.
ტარიკ აზიზის შვილმა – აზიზა ზეინაბმა განაცხადა, რომ მამამისის ცხედარი ბაღდადის აეროპორტში ხუთშაბათს გაუჩინარდა, საიდანაც ის იორდანიაში დასაკრძალად უნდა გადაესვენებინათ. ზეინაბის თქმით, ცხედარი უცხო პირებს ჰქონდათ გატაცებული.
ტარიკ აზიზი 2010 წელს ერაყის ციხეში გარდაიცვალა. სადამ ჰუსეინის პრეზიდენტობის პერიოდში ის საგარეო საქმეთა მინისტრის და შემდეგ ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა.