ნატალია პოკლონსკაიამ გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირიმის პროკურორ ნატალია პოკლონსკაიას მე-3 კლასის იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის წოდება მიანიჭა. ეს ჩინი პოლიციის და სამხედრო წოდებებეში გენერალ-მაიორს შეესაბამება. მანამდე პოკლონსკაია იუსტიციის მთავარი მრჩეველი იყო, რაც პოლკოვნიკს უდრის. ნატალია პოკლონსკაია 35 წლის არის და ის ყირიმის პროკურორად რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, 2014 წლის 25 მარტს დაინიშნა.