თამარ ტალიაშვილი და რიმა ბერაძე ჭაბუკიანის მუზეუმში გამოფენას დაესწრნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე – თამარ ტალიაშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე – რიმა ბერაძე, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ მუზეუმს ეწვივნენ, სადაც ბიბლიურ თემატიკაზე, განსხვავებული ტექნიკით შესრულებული ნამუშევრების გამოფენის დახურვის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
პერსონალურ გამოფენაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრის – მამა მერაბ დეკანოსიძის და მისი მეუღლის – მაია ჯანვერდაშვილის ფერწერული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ნახატები ბოლო 3 თვის განმავლობაში სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქმნა. მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს კი 50 რჩეული ტილოს ნახვის შესაძლებლობა ეძლეოდა.
საკრებულოს ინფორმაციით, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი თბილისის მუნიციპალურ დაქვემდებარებაშია. მუზეუმი აქტიურ კულტურულ-შემეცნებით საქმიანობას ეწევა.
„დღეს, მუზეუმში ხელოვნების და სულიერების შერწყმის კლასიკური შემთხვევაა. რამდენადაც კულტურა სულიერების გარეშე არ არსებობს, ამიტომაც არის განსაკუთრებული საღამო. საკრებულო ხელოვან ხალხს ყოველთვის მხარში დაუდგება“, – განაცხადა ტალიაშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, რიმა ბერაძის განმარტებით, სასურველია ვახტანგ ჭაბუკიანის ბინა-მუზეუმს არა მხოლოდ უფროსი თაობის, არამედ სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ხშირად ეწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები