ოდესაში ღამით ორი აფეთქება მოხდა
ოდესაში ღამით ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგად ორი სარეკლამო ბანერი და საგაზეთო ჯიხური დაზიანდა, დაშავებულები არ არიან. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება.
„უცნობმა პირებმა ღამის საათებში ასაფეთქებელი მოწყობილობები აამოქმედეს, რომლებიც სარეკლამო ბანერის კარკასზე იყო დამაგრებული. ბომბების სიმძლავრე 200 გრამის ტროტილის ეკვივალენტს შეადგებდა. მიმდინარეობს გამოძიება“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქონების განზრახ დაზიანების მუხლით. მიმდინარეობს გამოძიება.