ჩაქვის მარჯვენა გვირაბში ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

ჩაქვის მარჯვენა გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბების მისასვლელებთან ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკური საშუალებების მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 12 ივნისის დილის 10:00 საათიდან 15 ივნისის დილის 10:00 საათამდე მარჯვენა გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება მარცხენა გვირაბში ორმხრივი მიმართულებით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 23 აპრილს (#20/8-862000) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები