ევროპარლამენტი რუსეთისთვის ფეხბურთში 2016 წლის ჩემპიონატის ჩატარების უფლების ჩამორთმევას ითხოვს
ევროპის პარლამენტი ფიფაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ის მხარს უჭერს შვეიცარიის და ამერიკის ხელისუფლების მიერ 1998, 2010, 2018 და 2022 წლებში მსოფლიო ჩემპიონატების ადგილის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებულ ყველა გარემოებას. იმ შემთხვევაში, თუ კორუფციის ფაქტები გამოვლინდება, ევროპარლამენტი ამ კენჭისყრის შედეგების გაუქმების ინიციატივით გამოდის.
„ევროპარლამენტის დეპუტატები ხაზს უსვამენ 1998, 2010, 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების ჩატარების უფლების მიღების გარემოებების შესწავლის მნიშვნელობას. დეპუტატები მიესალმებიან ფიფას აუდიტის კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ 2016 და 2022 წლების ჩემპიონატების ჩატარების ადგილის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ბათილად ჩაითვალოს, თუ დადგინდა, რომ ეს გადაწყვეტილება კორუფციული გარიგებების შედეგად იყო მიღებული“, – ნათქვამია რეზოლუციაში.