ჩინეთის სპეცსამსახურების ყოფილ უფროსს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
ჩინეთის სპეცსამსახურების ყოფილ უფროსს ჩჟოუ იუნკანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ იუწყება. იუნკანი დამნაშავედ ცნეს ქრთამის აღებაში, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებაში.
პენსიაზე გასვლამდე ის ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჩინოვნიკი იყო. ის ჩინეთში პარტიული ხაზით სახელმწიფო უშიშროებას კურირებდა. 2013 წელს ჩჟოუ იუნკანის წინააღმდეგ ნაციონალური ანტიკორუფციული პროგრამის ფარგლებში საქმე აღიძრა და 2014 წელს ის დააპატიმრეს.