რუსეთი აშშ-ს და ევროკავშირს საპასუხო სანქციებით ემუქრება

რუსეთი სანქციების საკითხში ორმხრივი პრინციპის მომხრეა. ანირტომ ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ მის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები უპასუხოდ არ დარჩება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციები თავდაპირველად 2014 წლის მარტიდან შემოიღეს. ეს გადაწყვეტილება დასავლეთმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მიიღო. 2015 წელს აშშ-მ სანქციების სია გააფართოვა. გარდა ამისა, გერმანიაში გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტის შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების შესახებ. ვაშინგტონი ახალი სანქციების შემოღებასაც არ გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები