“ლიბერთი ბანკმა“ ვარკეთილში სერვისცენტრი გახსნა

 

“ლიბერთი ბანკი“ ფილიალებისა და სერვისცენტრების ქსელის მოდერნიზებასა და გაფართოებას განაგრძობს. ვარკეთილის III მიკრორაიონში განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნა. „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ საცალო საბანკო მომსახურების დარგში, არმენ მატევოსიანმა დღეს თბილისში ვარკეთილის III მიკრორაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისცენტრი გახსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

ახალი სერვისცენტრი 6,000-მდე მომხმარებელს მოემსახურება.

„სერვის ცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა, ინტერნეტ ბანკის გააქტიურება, ლიბერთი ანგარშის გახსნა, საპენსიო მომსახურების მიღება და სხვა. აღნიშნული სერვის ცენტრის გახსნა საშუალებას მისცემს ვარკეთილის მოსახლეობას მიიღოს სხვადასხვა საბანკო და არასაბანკო მომსახურებები სწრაფად და მარტივად. „ლიბერთი“ ბანკი საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქსა და სოფელშია წარმოდგენილი. „ლიბერთი“ ბანკმა ბოლო 5 წლის განმავლობაში 130-ზე მეტი ფილიალი და სერვისცენტრი თანამედროვე სტანდარტებით გაანახლა. ბანკი საქართველოში ყველაზე ვრცელი საბანკო ქსელით, 630-ზე მეტი მომსახურების წერტილით არის წარმოდგენილი, რომლის მეშვეობითაც 1.5 მილიონზე მეტ ფიზიკურ და 69,000-ზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება. ლიბერთი ბანკის განახლებულ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში ასევე წარმოდგენილია ბანკომატები და თვითმომსახურების ტერმინალები, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია თანხის განაღდება, ანგარიშზე თანხის შეტანა, სესხის დაფარვა, სესხის აღება, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა. ფილიალების მოდერნიზებასთან ერთად, „ლიბერთი“ ბანკი მოხმმარებელს სთავაზობს სხვადასხვა დისტანციურ მომსახურების არხებს, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს საბანკო მომსახურება ბანკში მიუსვლელად შეუძლია, რაც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ლიბერთი ბანკი მომავალშიც გეგმავს ახალი ფილიალებისა და სერვის ცენტრების ქსელის გაფართოებას საქართველოს მასშტაბით“,-აღნიშნავენ “ლიბერთი“ ბანკში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები