ბრიტანელი მსახიობი კრისტოფერ ლი გარდაიცვალა

ბრიტანელი მსახიობი კრისტოფერ ლი, რომელიც, ძირითადად, ცნობილია სარუმანის როლის შესრულებით ფილმებში – „ბეჭდების მბრძანებელი“ და „ჰობიტი“, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ტელეგრაფის“ ცნობით, ლის სასუნთქი გზების მძიმე დაავადება ჰქონდა.
მსახიობი 250 ფილმში მონაწილეობს. მათ შორის არის გრაფ დუკუს როლი „ვარსკვლავურ ომებში“, გრაფი როშფორი „სამ მუშკეტერში“, ბარმაგლოტის როლი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“. ასევე ის რამდენიმე ეკრანიზაციაში შერლოკ ჰოლმსის როლს ასრულებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები