ჰამბურგში 102 წლის ქალბატონი მეცნიერებათა კანდიდატი გახდა
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მცხოვრებმა 102 წლის ინგებორგ სილმ რაპოპორტმა დოკუმენტი მიიღო, რომელიც მის საკანდიდატო ხარისხს აღიარებს. პროფესიით პედიატრს, მას ეს ხარისხი ჯერ კიდევ 1938 წელს უნდა მიეღო.
ვინაიდან გერმანიის ხელისუფლებაში ნაცისტები იყვნენ, სილმ რაპოპორტმა ეს ხარისხი ვერ მიიღო, ვინაიდან დედამისი ებრაელი იყო. დისერტაცია, რომელშიც საუბარია დიფტერიაზე, 25 წლის ინგებორგ სილმ რაპოპორტმა 1938 წელს დაწერა. თუმცა დისერტაციის დასაცავად ის არ დაუშვეს. ინგებორგის დედა – პიანისტი მარია სილმი ებრაელი იყო. ამის შემდეგ ინგებორგი აშშ-ში წავიდა, სადაც მედიკოსს და ბიოქიმიკოსს სემიუელ რაპოპორტს ცოლად გაჰყვა და იქ სამედიცინო კარიერა გააგრძელა. მოგვიანებით ინგებორგი საცხოვრებლად კვლავ გერმანიაში დაბრუნდა.