ალექსანდრე სკიპალსკი – უკრაინაში 50 სააკაშვილი გვჭირდება

მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქში კორუფციის დამარცხების სურვილი დანაღმულ ველზე სიარულს ჰგავს. ამის შესახებ „ობოზრევატელს“ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე სკიპალსკიმ განუცხადა.

„ვფიქრობ, სააკაშვილს ესმის, რომ დანაღმულ ველზე აღმოჩნდა. მე მინდა ვუსურვო მას გამძლეობა ამ რთულ ბრძოლაში და საქმის ბოლომდე მიყვანა“, – განაცხადა სკიპალსკიმ.

მან აღნიშნა, რომ სააკაშვილს თავისუფლად შეეძლო სხვა – კომერციულ სტრუქტურაში მუშაობა და უფრო მაღალი ანაზღაურების მიღება, მაგრამ ეს მის ხასიათს არ შეესაბამება. სკიპალსკის მიაჩნია, რომ სააკაშვილს ახალ პოსტზე დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია, მაგრამ პრეზიდენტმა პოროშენკომ მთელი უკრაინის მასშტაბით მისი დუბლირება უნდა მოახდინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები