ხელვაჩაურში, N2 საჯარო სკოლაში ექვსი მოსწავლე, სავარაუდოდ, მოიწამლა

 ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში, ექვსი მოსწავლე, სავარაუდოდ, მოიწამლა.
სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოსწავლეები ბათუმის დედათა და ბავშვთა რეგიონულ ცენტრში გადაიყვანეს. ბავშვებს მუცლის არეში ჭვალი აღენიშნებოდათ. ამ დროისთვის მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
N2 საჯარო სკოლაში ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, აჭარის ჯანდაცვის მინიტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე, ინფექციონისტი და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები