ჰელსინკის ტაძარზე ფინელი მომღერლის ათასობით ნახევრად შიშველი გამოსახულება გაჩნდა
ფინეთის დედაქალაქის მოსახლეობას დღეს დილით სიურპრიზი ელოდა. ჰელსინკის საკათედრო ტაძრის კიბეებზე მათ ფინელი მომღერლის ნიკი მინაჟის ნახევრად შიშველი ფოტოები აღმოაჩინეს.
თავდაპირველად ადგილობრივმა ჟურნალისტებმა იფიქრეს, რომ ეს მკრეხელობა მომღერლის რომელიმე ფანმა ჩაიდინა, მაგრამ ყველაფერი გაცილებით უფრო პროზაული აღმოჩნდა. „კარტონის მინაჟების“ შეტევა სარეკლამო აქცია აღმოჩნდა, რომელიც 3 და 4 ივლისს დაგეგმილ Summer Up-ის ფესტივალზე მის გამოსვლასთან იყო დაკავშირებული.
ყოველ ფიგურასთან უფასო ბილეთი იყო მიმაგრებული. ნიკი მინაჟის გარშემო სკანდალები ადრეც მომხდარა. ასე, მაგალითად, საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია ერთ-ერთ კლიპში მის მიერ ნაცისტური სიმბოლოების გამოყენებამ.