კაჭრეთის გოლფ-კლუბში პროექტი, სახელწოდებით: “ჯანსაღი ცხოვრება გოლფთან ერთად” დაფუძნდა
დასასვენებელი ცენტრის – კაჭრეთის “GOLF CLUB AMBASADORI” ხელმძღვანელობის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, კაჭრეთის გოლფ-კლუბში დაფუძნდა პროექტი, სახელწოდებით: “ჯანსაღი ცხოვრება გოლფთან ერთად”.
პროექტი ითვალისწინებს მომავალ თაობაში გოლფის კულტურის პოპულარიზაციას, მისი უნარჩვევების დაუფლებას, სწორი და ჯანსაღი ცხოვრებისკენ სწრაფვას. შესაბამისად პროექტში ჩაერთვებიან: საქართველოს მასშტაბით არსებული საჯარო სკოლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალურად დაუცველი მოზარდები.
პროექტის პრეზენტაცია გაიმართება 12 ივნისს კაჭრეთის გოლფ-კლუბში. პრეზენტაციაში მონაწილეობენ თბილისის საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრის“, შშმ/სსსმ პირები, ანსამბლ „სამას“ და „ბერი ანდრიას ფონდის აღსაზრდელები“. მთელი დღის განმავლობაში ბავშვები დაეუფლებიან გოლფის უნარ-ჩვევებს, გაეცნობიან ამ ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო სპორტის ისტორიას, რაზეც მასტერკლასს ჩაატარებს გოლფ – კლუბის მოწვეული მრწვრთნელი ამერიკიდან. პროექტი სისტემატური ხასიათისაა და მასში ყველა მსურველს ექნება მონაწილეობის მიღების საშუალება.