ნეპალში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

15 ადამიანი დაიღუპა და 12 უგზო-უკვლოდ დაიკარგა მეწყერის შედეგად, რომელიც ნეპალის ჩრდილო-აღმოსავლეთში ჩამოწვა.

მეწყერმა, რომელიც გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია, ექვსი სოფელი დაფარა.

ABC News-ის ცნობით, დაშავებულთა შესახებ ზუსტი ინფორმაციის დადგენა საკმაოდ რთულია, რადგანაც მეწყერით დაზარალებული რაიონები ცენტრიდან შორს მდებარებს. იმისათვის, რომ ამ რაიონებამდე მიაღწიო, რამდენიმე საათი სოფლის ბილიკებით უნდა იარო.

შეგახსენებთ, რომ ნეპალი ჯერ კიდევ შოკშია 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად 8700 ადამიანი დაიღუპა და 18 ათასზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები