სტუდენტები ეროვნულ სატყეო სააგენტოში სტაჟირებას გაივლიან

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი აგრარულ უნივერსიტეტს სტუმრობდა სადაც, სატყეო და აგრონომიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა და გარემოს დაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა და აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმად სატყეო ფაკულტეტის სტუდენტები ეროვნულ სატყეო სააგენტოში სტაჟირებას გაივლიან. წარმატებული სტუდენტები კი, სატყეო სექტორში დასაქმდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები