პოლონეთში სამი მინისტრი და პარლამენტის სპიკერი გადადგნენ

სამმა პოლონელმა მინისტრმა, პარლამენტის სპიკერმა და სხვა ჩინოვნიკებმა გადადგომის შესახებ განაცხადეს. ამის მიზეზი მათი სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გარშემო ატეხილი სკანდალი გახდა. თანამდებობებიდან გადადგნენ პარლამენტის სპიკერი, ჯანმრთელობის, სპორტის, სახელმწიფო ხაზინის მინისტრები, ასევე მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის უფროსი, პრემიერის მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი და მინისტრთა სამი მოადგილე.
ჩინოვნიკების სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებული სკანდალი დაახლოებით ერთი წლის წინ ატყდა. მაშინ გამოცემა Wprost-მა პირველი სატელეფონო ჩანაწერები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ჩანაწერში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მარეკ ბელკი შს მინისტრთან ბართოლომე სენკევიჩთან საუბარში მთავრობას დახმარებას ჰპირდებოდა, თუ გადადგება ფინანსთა მინისტრი იაცეკ როსტოვსკი. ასევე გამოქვეყნდა საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრის რადოსლავ სიკორსკის სატელეფონო საუბარი პრემიერის მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელთან იაცეკ როსტოვსკისთან, სადაც მან ვარშავისა და ვაშინგტონის ურთიერთობები ორალურ სექსს შეადარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები