კრემლი – პუტინი რომის პაპთან შეხვედრის წინ საცობში გაიჭედა
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რომის პაპთან – ფრანცისკესთან შეხვედრაზე დააგვიანდა მილანში დიდი ხნის მოლაპარაკებებისა და გზებზე საცობების გამო.
ასე ახსნა რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვართან რუსეთის პრეზიდენტის დაგვიანება მისმა პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„პაპთან ვიზიტი შედგა დაგეგმილზე ოდნავ გვიან. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მოლაპარაკება მილანში დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. გარდა ამისა, ესკორტი მილანისა და რომის ქუჩებში საცობების გამო ნელა მიდიოდა“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, ვატიკანი ამ პრობლემების შესახებ ინფორმირებული იყო. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რომის პაპთან შეხვედრაზე 1 საათით დააგვიანა. პუტინის და ფრანცისკეს წინა შეხვედრა 2013 წლის ნოემბერში გაიმართა. მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა 50 წუთით დააგვიანა.