ვლადიმერ პუტინმა რომის პაპთან შეხვედრაზე ერთი საათით დააგვიანა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რომის პაპთან ფრანცისკესთან შეხვედრაზე ერთი საათით დაიგვიანა.
„გარდიანის“ ინფორმაციით, რომში ვიზიტამდე პუტინმა მილანში იტალიის პრემიერ-მინისტრთან მატეო რენცისთან მოლაპარაკება გამართა.
რომის პაპმა პუტინს ძველებური მედალი აჩუქა ანგელოზის გამოსახულებით, რომელსაც მშვიდობა და სამართლიანობა მოაქვს. პუტინმა კი რომის პაპს საჩუქრად გადასცა ნახატი მოსკოვის მაცხოვრის ტაძრის გამოსახულებით.
საუბრის დროს რომის პაპმა იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტის ყველა მხარე მინსკის შეთანხმებებს შეასრულებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინთან ამ საკითხის განხილვა ფრანცისკეს ვატიკანში აშშ-ს ელჩმა კენეტ ხეკეტმა თხოვა.
პუტინის და ფრანცისკეს წინა შეხვედრა 2013 წლის ნოემბერში გაიმართა. მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა 50 წუთით დააგვიანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები