თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
გლდანის და ნაძალადევის რაიონებში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: უწერის და უჯარმის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: სოფელ გლდანის, ავშნის დასახლების, ხევძმარის, ავშნის და ავალიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, ქერჩის და სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, სოფელ დიღმის, ჩალიპირების დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის და კვანტალიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის ხეივნის მე-10, მე-11, მე-12, მე-13 კილომეტრების, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, სოფელ დიღმის, მეფე მირიანის და დავარის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის მასივის I, IV, V, VI მიკრორაიონების და რობაქიძის გამზირის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: აეროდრომის დასახლების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის III კვარტლის, შუამთის და საცხენისის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: მესხიშვილის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსის, წერეთლის, ფაბრიციუსის და ავლაბრის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ფურცელაძის, ათონელის, ბარათაშვილის, სულხანიშვილის, გოგჩას, ხაზინის, ორბელიანის, ვეკუას, პუშკინის, დიუმას, ვერცხლის, მაჩაბელის, ტაბიძის, ასათიანის და ლერმონტოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ლარსის, კეკელიძის და პეტრიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის და მაჭავარიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის, ჩახავას და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონიში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ხონის, ლანჩხუთის, ლაილაშის, ტაშირის, გივიშვილის, აფხაზეთის, ზაზიშვილის, თვალჭრელიძის და ცხრა ძმის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები