პოლონელმა მაღალჩინოსნებმა პოსტები დატოვეს

პოლონეთში მაღალი თანამდებობის პირები პოსტებს ტოვებენ, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მათივე ცნობით, ცოტა ხნის წინ პოლონეთის სეიმის სპიკერმა რადოსლავ სიკორსკიმ გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.
როგორც სიკორსკიმ განმარტა, თანამდებობიდან იმის გამო გადადგა, რომ მმართველი პარტიის – სამოქალაქო პლატფორმის ინტერესებზე ზრუნავს.
მანამდე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ევა კოპაჩმა სამი მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებები დააკმაყოფილა. კერძოდ კი, ჯანდაცვის, სპორტისა და სახელმწიფო ხაზინის მინისტრებმა დატოვეს თანამდებობები. პოსტები დატოვა ასევე რამდენიმე მინისტრის მოადგილეებმა.
მინისტრების თანამდებობიდან წასვლა პოლონეთში აგორებულ ე.წ. საკასეტო სკანდალს უკავშირდება, როდესაც ხელისუფლების მაკომპრომეტირებელი მაღალჩინოსანთა საუბრების ფარული ჩანაწერები გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები