სამხრეთ აფრიკაში ნაციონალური პარკიდან გაქცეულ ლომს ეძებენ

სპეციალური ჯგუფები და ვერტმფრები სამხრეთ აფრიკის კარუს ნაციონალური პარკიდან გაქცეულ ლომს ეძებენ. ლომი ხუთი დღის წინ გაიქცა და ის, სავარაუდოდ, მთიან მასივში იმალება, რაც სამძებრო სამუშაოებს ართულებს.
ლომმა პარკი ძლიერი წვიმის დროს დატოვა და მისი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ლომის დასაჭერად უკვე რამდენიმე ხაფანგი დააგეს, მაგრამ უშედეგოდ. სამი წლის ლომის სამძებრო სამუშაოებში ძაღლებიც მონაწილეობენ. კარუს ნაციონალური პარკი ნახევრად უდაბნოში მდებარეობს. აქ 34 ათასამდე სხვადასხვა ცხოველი ბინადრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები