მოსკოვის ცენტრში სპეცრაზმელებსა და დამნაშავეებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა

მოსკოვის ცენტრში, ასობით ადამიანის თვალწინ სპეცრაზმელებმა შავი მიკროავტობუსის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. პოლიციის ინფორმაციით, ეს სპეცოპერაცია იყო. „ეხო მოსკვის“ ცნობით, სროლა პაველეცკის რკინიგზის სადგურის სიახლოვეს მოხდა.
თვითმხილველების თქმით, სპეცრაზმელები შავ მიკროავტობუსს მისდევდნენ, რომლის მგზავრები მიმალვას ცდილობდნენ. ამ დროს მეორე მიკროავტობუსიდან ავტომატებით შეიარაღებული ათამდე პირი გადმოხტა და დამნაშავეებს ცეცხლი გაუხსნა. მათ საპასუხო სროლა ატეხეს.
„საცობში მდგარი მძღოლები მანქანების იატაკზე, საჭის ქვეშ დაწვნენ“, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, ბანდიტური დაჯუფების წევრთა დაკავება მხოლოდ მას მერე გახდა შესაძლებელი, რაც პოლიციელებმა მანქანას ბორბლები გაუხვრიტეს. ერთი ბოროტმოქმედი დაიჭრა. თვითმხილველები მომხდარს მე-20 საუკუნის 90-იან წლებს ადარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები